დონალდ ტრამპი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის იქნება

President Donald Trump waves as he walks to Marine One as he departs the White House, Wednesday, July 12, 2017, in Washington. Trump is headed to Paris for Bastille Day. (AP Photo/Alex Brandon)

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის იქნება. ამის შესახებ მან თეთრ სახლში, ბრიფინგზე განაცხადა.

ტრამპმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც,  ვაქვინა ხელმისაწვდომი მხოლოდ 2021 წლის მეორე, ან მესამე კვარტალში იქნება. ტრამპმა აღნიშნა, რომ რობერტ რედფილდი ამ განცხადების გაკეთებისას დაიბნა.

„ვფიქრობ, მან ამის განცხადებისას შეცდომა დაუშვა. როდესაც ეს თქვა, მჯერა, ის დაიბნა. გეუბნებით, რომ ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.

Facebook Comments

ახალი დადებული