ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ზონალურ-საათობრივი პარკირება და ის უკვე წარმატებით დავნერგეთ რამდენიმე ლოკაციაზე. – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირება და საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ეს პროექტი. მინდა ვისარგლებლო შემთხვევით და ყველას, ვინც სარგებლობს ზონალურ-საათობრივი პარკირებით, დიდი მადლობა გადავუხადო. მოქალაქეების მხრიდან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ მხოლოდ ამ ლოკაციით არ შემოვიფარგლებით და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული