ისტორიული გამარჯვება!თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამო დაამარცხა და ევროპალიგიდან გამოაგდო

თბილისის “ლოკომოტივმა” უეფას ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის “დინამო” დააამარცხა!

თბილისელებმა შედეგს 54-ე წუთზე მიაღწიეს – თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კარისკენ ჩააწოდა, მეკარემ ბურთი მოიგერია და დამატებაზე ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაარტყა 1:0.

76-ე წუთზე კი მამია გავაშელიშვილმა კარგი კონტრშეტევა მეორე გოლით დააგვირგვინა. მოსკოველებმა 90+2-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ნიკოლაი კომლიჩენკომ ანგარიში შეამცირა 2:1

საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა და ევროპალიგის მესამე ეტაპზე გავიდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: