კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას უკავშირდება.

“ქვეყანაში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 126 არის აჭარა, 16 იმერეთია, 15 შემთხვევა თბილისია, 7 სამეგრელო-ზემო სვანეთია, 7 მცხეთა-მთიანეთია, გურიაა 4 კი კახეთის შემთხვევაა.

გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 1488 ​პაციენტი მკურნალობს. აქედან 9 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მძიმეთა რაოდენობა კი 60-70 შორის მერყეობს.

ჩვენს ცენტრს რაც შეეხება, გვყავს 32 პაციენტი. აქედან ერთი კრიტიკულად მძიმეა, მძიმეთა სიაში კი 5 პაციენტია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული