მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. ბოჯგუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მომღერლის დედა მანანა გვასალია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ დღის სულ მეშინოდა….. ჯაბა აღარ მყავს… შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი. სიცოცხლე შენს გამო მინდოდა. ჯაბა ჩემო ერთადერთო“, – წერს მანანა გვასალია.

ინფორმაციისთვის, ბოჯგუა 12 წლის განმავლობაში კომაში იყო. მომღერალს თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება ჰქონდა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, ციხეში, სავარაუდოდ, ცემის შედეგად განუვითარდა.

Facebook Comments

ახალი დადებული