„ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი გახდება“ – „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტი პარლამენტში

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად გამოცხადდება. ამის შესახებ პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქუთაისი გახდება საპარლამენტო დედაქალაქი.

ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, რა დამართეს ქალაქს, პარლამენტის უნიკალურ შენობას, რომელიც ჩამონგრევის პირასაა, დღეს მიმდიბარე ტერიტორია გადაქცეულია ბუჩქნარად და მოედო სარეველა.

ასეთი თავნებობა არასდროს რომ არ განმეორდეს, ჩვენ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისათვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების ქუთაისში გადატანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას. ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, 2011 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებით, რომელიც ძალაში 2012 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა ძალაში, პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი განისაზღვრა. ინიციატივა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ეკუთვნოდა. მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თბილისში ეტაპობრივად დაბრუნება დაიწყო. 2019 წლიდან პარლამენტი მთლიანად თბილისს დაუბრუნდა.

Facebook Comments

ახალი დადებული