არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვან წევრობას

Nusagi

2020 წლის სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ფასეულობების და რომ ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს აქვს დიდი სამუშაო შესასრულებელი, რომ აღადგინოს გლობალური პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და გააუმჯობესოს მოქალაქეების კეთილდღეობა.

უსაფრთხოების დაცვით, დემოკრატიის გაძლიერებით და ეკონომიკის განვითარებით ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს! ეს მარტივი მისია არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელია და ჩვენ ერთად შევძლებთ ამის გაკეთებას. მადლობას ვუხდი ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ სახელმწიფოებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ მრავალეროვნული სწავლების წარმატებით დასრულებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

Facebook Comments
%d bloggers like this: