ბ-ნო გიგა, 2006 წლამდე სახელმწიფო სამსახურში ვიყავი და კარგად დავინახე, როდის გადახვედით ბიზნესის ტერორზე

წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი სახელმწიფო თანამდებობაზე, მინისტრის მოადგილედ და მაშინაც ვემსახურებოდი ჩემს საქმეს. 2006 წლის ნოემბრამდე და სხვათა შორის, ეს მე ძალიან მეხმარება თქვენს შეფასებაში,-განუცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიას, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიიწვიეს.

„2006 წლამდე მანდ ვიყავი და სხვებზე უკეთ დავინახე ის წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმებს და როდის გადახვედით ბიზნესის ტერორზე“,-განაცხადა ნათია თურნავამ, რასაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა მხრიდან ხმაური და გაღიზიანება მოჰყვა.

ხმაურის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ  თავის სათქმელს მაინც ბოლომდე იტყვის, რაც არ უნდა მწარე მოსასმენი იყოს ოპონენტებისთვის. 

Facebook Comments
%d bloggers like this: