ექსპერტიზის თანახმად, ადვოკატ რამიშვილის წარმოდგენილი სატელიტური ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი

ექსპერტიზის თანახმად, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი სატელიტური ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.,-ამის შესახებ პროკურორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურა გააკეტებს ყველაფერს, რომ გაირკვეს, ვინ, რატომ და რა მიზნით ცდილობს გამოძიების შეცდომაში შეყვანას.

„ამ ეტაპზე არ არის საუბარი სისხლის სამართლის დევნის განხორციელებაზე, საუბარია საგმოძიებო მოქმედებებზე და საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ გაირკვეს, ვინ, რატომ და რა მიზნით ცდილობს გამოძიების შეცდომაში შეყვანას. ყველა ვერსია იქნება გამოკვლეული და მიღებული იქნება ამის მიხედვით გადაწყვეტილება. ფოტომასალა დამზადებული იყო ძალიან დილეტანტური მეთოდით.  შესაბამისად, თავიდან ბოლომდე არის ყალბი მტკიცებულება“,-განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, კრიტიკული შეფასების პირობებში, ადვოკატებს მარტივად შეეძლოს ამის დანახვა.

„თუმცა მათი მხრიდან ხდებოდა ამ ფოტოების უტყუარ მტკიცებულებად წარმოდგენა. საწყის ეტაპზევე ვიყავით განწყობილი, შეგვემოწმებინა ამის სინამდვილე, თიმცა ადვოკატმა უარი განაცხადა, ამიტომ დაინიშნა ექსპერტიზა“,-თქვა პროკურორმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: