თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრი 175 წლის გახდა

წელს თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრს 175 წლის იუბილე აქვს. თბილისის რუსული დრამატული თეატრი 1932 წელს დაარსდა, თუმცა გრიბოედოვის სახელი 1935 წელს მიენიჭა. თეატრის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით სსრკ-ს და საქართველოს სახალხო არტისტებს.

როგორც კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი აცხადებს, ძნელად მოიძებნება მსოფლიოში მეორე ასეთი თეატრი, რომელიშიც საუკეთესო თეატრალური ტრადიციების დაცვით, თითქმის ორი ასეული წელია მოღვაწობდნენ და მოღვაწეობენ მრავალი ეროვნების ადამიანები. მისივე თქმით, გრიბოედოვის თეატრი თავისი ისტორიით სრულიად გამორჩეულია საქართველოში.

„175 წლის მანძილზე გრიბოედოვის თეატრს არ ჩაუგდია არც ერთი თეატრალური სეზონი, მიუხედავად სხვადასხვა დროსა და ეპოქაში მიმდინარე ქარტეხილებისა; ისინი არ ღალატობენ საკუთარ პროფესიას“,-წერს დავით ოქიტაშვილი და თეატრის დასს იუბილეს ულოცავს.

„თქვენი შემოქმედებით და საუკეთესო თეატრალური ტრადიციების დაცვით ასეულ ათასობით მაყურებელს ჩუქნიდით და დღესაც ჩუქნით დაუვიწყარ მოგონებებსა და ემოციებს. გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს! დაე, თქვენი თანმდევი მუდამ იყოს თეატრალური მუზა, შემოქმედებითი წვა, საინტერესო თეატრალური დადგმები და ასეულ ათასობით მაყურებლის გულწრფელი ემოცია, მათ თვალებზე მომდგარი სიხარულის თუ მწუხარების ცრემლი თქვენი სპეკტაკლების ნახვის შემდეგ და ბევრი, ბევრი აპლოდისმენტი“,-წერს კულტურის პალატის ხელმძღვანელი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: