ნათია თურნავა ოპოზიციას: თქვენი ნამართი კრიზისი ვნახეთ 2008 წელს, ზოგი სად გარბოდით და ზოგი სად

„არაეფექტურ პროგრამებზე რომ საუბრობთ, არაეფექტური პროგრამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს რკინიგზა, რომელსაც 500 მილიონი ვალი, სესხი აკიდეთ 2 ურთიერთგამომრიცხავი პროექტით,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების მინისტრმა „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს პარლამნტში გამოსვლის დრო განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ეს ძალები საუბრობენ კრიზისთან გამკლავებაზე, როგორც ჩანს, საჭიროა მტკივნეული წარსულის შეხსენება.

„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამაზე საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს, საჭიროა შეგახსენოთ, რომ თქვენი ნამართი კრიზის ვნახეთ 2008 წელს, როდესაც ზოგი სად გარბოდით და ზოგი სად. ასევე თქვენი ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, როგორ ურჩევდა მოსახლეობას, დანა-ჩანგლით შებრძოლებოდნენ მტერს. ბედის ანაბარა დატოვეთ თქვენ ხალხი და ახლა ჩვენ გვარიგებთ, როგორ ვმართოთ კრიზისები. ამ კუთხით თქვენ არაფერი გაქვთ პოზიტიური გასაზიარებელი“,-განაცხადა ნათია თურნავამ.   

Facebook Comments
%d bloggers like this: