საქმეში არის ვიდეომასალა, სადაც ბაჩალიაშვილი განიხილავს ტყეში თვითმკვლელობას

საქმეში მართლაც მოიპოვება ვიდეო და აუდიო მასალა, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელია. ამ ვიდეომასალაში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობაზე,-ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგის დროს ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდეოში თამარ ბაჩალიაშვილი განიხილავს ტყეში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაზე. 

ბრიფინგზე პროკურორმა განაცხადა, რომ, არსებობს გარკვეული სენსიტიური საკითხები და პროკურატურა პერიოდულად, ისე, რომ არ დაზიანდეს გამოძიების და სხვა პირების ინტერესები, გაასაჯაროებს ამ მტკიცებულებებს.

„ვიდეოჩანაწრებს გაეცნენ ადვოკატები და ოჯახის წევრები. თუმცა მედღევანდელ ბრიფინგზე მე არ ვიდეოჩანაწერებზე არ ვსაუბრობ და არც ის მითქვამს, რომ მათ გავასაჯაროებთ“,-განაცხადა გულუაშვილმა.

მისივე თქმით, უტყუარი მოცემულობით, დასტურდება, რომ სიკვდილი არ დამდგარა ძალადობრივი ქმედებით, ის დადგა მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით.

„რაც შეეხება მარშრუტს, ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება საკალმახის თემა, თითქოსდა, ბაჩალაიაშვილის მარშრუტი ამ ლოკაციებსაც მოიცავს.  ყველა ის ობიექტი, რატომღაც აქტიურად განიხილება კონსპირაციული შეხვედრის ადგილად, თუმცა ეს გამოირიცხა, რადგან მონაცემების გადამოწმება მოხდა გუგლის მიხედვით და დასტურდება, რომ ბაჩალიაშვილის მარშრუტში ეს ადგილები არ ფიქსირდება . თაიმლაინის მონაცემებით ზუსტადაა აღდგენილი ბაჩალიაშვილის მარშრუტი სახლიდან გამოსვლისას უწყვეტად. აქვე გასათვალისწინებულია, რომ კონკრეტული ადგილის ძებნას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. თაიმლაინის მონაცემებით, მარშრუტის ბოლო ადგილი არის ის, სადაც მოხდა ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენა“,-აცხადებს პროკურორი.

მისივე თქმით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენლი სატელიტის ფოტოები არის ფალსიფიცირებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: