გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ – საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მორიგი სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, პირი, რომელიც თავს მღვდელ-მონაზონაზვნად ასაღებს, ზაქარია ცხვედაძეა. 

“ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ – .ე.წ. მღვდელ-მონაზონი ზაქარია ცხვედაძე. 

სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა პიროვნების შესახებ, რომელიც, როგორც ფოტოდან ჩანს, სასულიერო პირის შესამოსლითა და ჯვრით არის წარმოდგენილი. ირკვევა, რომ იგი საზოგადოებას მღვდელ-მონაზონ ზაქარია ცხვედაძის სახელით ეცნობა.

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღკვეცილი და ხელდასხმული.

ამიტომ გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში და იცოდეს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება თვითნებური და დამაბრკოლებელია” – ნათქვამია

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: