დავით ფურცხვანიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება

მოქალაქე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.ლარი კიდევ 2.54 თეთრით გაუფასურდაეკონომიკა17:08 18.09ტალახაძის მორიგი რეკორდი (ვიდეო)სპორტი12 წუთის წინ

„რასაც შემეკითხებიან პრაქტიკულად ყველაფერს ვუპასუხებ. ფოტოები ვისგანაც მივიღე უცხოელები არიან. თვითონ წყარო სერიოზულია. გაყალბების არანაირი აუცილებლობა არ იყო“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.

ინფორმაციისთვის, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც ექსპერტიზით დასტურდება.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნულ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: