თალაკვაძე: სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს

გაუმჯობესებულია ბალანსი სასამართლო დავებში მოქალაქეების სასარგებლოდ, რაც ობიექტურად ჩანს სასამართლოს მუშაობის სტატისტიკაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცების მხრივ და სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული.

ჩვენ რეფორმების 4 ეტაპი გვქონდა, ახლა ვახორციელებთ მეოთხე ტალღას და სწორედ ახლა პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან საკითხს – მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება. ეს არის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დასაბუთების, გასაჩივრების და კენჭისყრის საკითხები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.

ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ვაკეთებთ ცვლილებებს და პრაქტიკულად ყველა მხარესთან, ვინც გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი – გვქონდა კონსულტაციები. ბოლო კვირის განმავლობაში სამი ასეთი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ პარლამენტში ჩემი ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა, მესამე მოსმენამდე და კენჭისყრამდე ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, რომ დეტალებზე ვიმსჯელოთ. დროც არის იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თალაკვაძემ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: