რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

Nusagi

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა.

16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს.

რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით დაიწყო. 

Facebook Comments
%d bloggers like this: