ბეჟან წაქაძე: მეშახტეებს ვპირდები, რომ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, ენერგიას, ძალას გამოვიყენებ, რომ მათი პრობლემები გადავწყვიტო

ჩვენი გმირი მაღაროელების შრომისა და ცხოვრების პირობები გასაუმჯობესებელია, რაშიც კიდევ უფრო დავრწმუნდი, როდესაც მათთან ერთად ერთი სამუშაო დღე გავატარე,- ამის შესახებ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბეჟან წაქაძემ ტყიბულში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ცხოვრებაში მისთვის დაუვიწყარი დღე. მაჟორიტარობის კანდიდატმა მეშახტეებს მიმართა და განუცხადა, რომ მის გამოცდილებას, ცოდნას, ენერგიას, ძალას გამოიყენებს იმისათვის, რომ მათი პრობლემები გადაწყვიტოს.

„წარმოადგენდე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელსაც დიდი ისტორიული და არა ნაკლები დიდი მომავალი აქვს – ეს მეშახტეთა ქალაქია. ქვანახშირის წარმოება ამ ქალაქის ძირითადი დარგია. გასაუმჯობესებელია ჩვენი გმირი მაღაროელების შრომისა და ცხოვრების პირობები, რაშიც კიდევ უფრო დავრწმუნდი, როდესაც მათთან ერთად ერთი სამუშაო დღე გავატარე. ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე და გპირდებით ძვირფასო მეშახტეებო, რომ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, ენერგიას, ძალას გამოვიყენებ იმისათვის, რომ თქვენი პრობლემები გადავწყვიტო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტყიბულში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები გაკეთდა, უამარავი სკოლა გარემონტდა, უამრავი ბაღი გაკეთდა, ახალი შენობები გაკეთდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას, მადლობა ამისთვის, მაგრამ გასაკეთებელი უამრავია. ნელ-ნელა დაიწყო ქალაქის იერსახის მოწესრიგება და თქვენ იცით, რომ გზები გაკეთდა, გზები კეთდება და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მრავალ ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, რაც გაკეთდა, მოწესრიგდა წყლისა და სანიაღვრე სისტემები. სპორტული კომპლექსი, ერთ-ერთი შესანიშნავი კომპლექსია, რომელიც გაკეთდა ტყიბულში და მე განცვიფრებული ვიყავი მისი მასშტაბებით, ასევე საცურაო აუზი.

მე ვფიქრობ, რომ ტრადიციული, ისტორიული ქალაქი, რომელიც მეშახტეებმა ააგეს განვითარდება არა მარტო მეშახტეობის კუთხით, არამედ ტურიზმის, სპორტის მიმართულებბით, ძალას, ღონეს, გამოცდილებას, ენერგიას არ მოვაკლებ ტყიბულელებს იმისათვის, რომ განვითარდეს მცირე წარმოება ქვეყანაში. ამაში მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და გწამდეთ, რომ ერთად გავაკეთებთ იმ დიდ საქმეს, რასაც ყოველდღიური რუდუნებით ახალი საწარმოების შექმნა და მცირე ბიზნესის განვითარება ჰქვია, რაშიც ჩვენ სახელმწიფო გვიდგას მხარში იმ პროგრამების სახით, რომელიც ამ კუთხით ხორციელდება. მე თქვენი მწამს და მჯერა, დარწმუნებული ვარ რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ ტყიბულელებო, ერთად ტყიბულის წარმატებისათვის, ერთად საქართველოს წარმატებისათვის.”,-განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: