ბილ გეითსის პროგნოზი კოვიდ19 -ზე: ეს მუდმივად არ გაგრძელდება

კორონავირუსის პანდემია საუკეთესო შემთხვევაში, 2022 წელს დასრულდება,- ამის შესახებ კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

გეითსს დაუსვეს კითხვა, თუ როდის მოწესრიგდება აშშ-ში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

„თუ ვაქცინის გამოყენება დამტკიცდება, როგორც ჩვენ ვიმედოვნებთ, 2021 წლის დასაწყისში, მაშინ სიტუაცია აშშ-ში ნორმალურ კალაპოტს შემდეგი ზაფხულიდან დაუბრუნდება და ჩვენი მოღვაწეობა მომავალი წლის ბოლოს ნორმალიზდება. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებსაც დავეხმარებით“,-განაცხადა გეითსმა.

„ეპიდემია საუკეთესო შემთხვევაში, 2022 წელს დასრულდება . თუმცა, 2021 წლის განმავლობაში გლობალური მიდგომით, მაჩვენებლებს შევამცირებთ. მადლობა ღმერთს, უკვე არსებობს ვაქცინის შექმნის ტექნოლოგია, ფინანსირება არის, კომპანიებმა კი, თავიანთი საუკეთესო სპეციალისტები გამოყვეს. ამიტომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ეს ყველაფერი მუდმივად არ იქნება“,-აღნინა გეითსმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: