უზბეკეთის ვიცე-პრემიერი 56 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი უკტამ ბარნოევი, რომელიც მთავრობაში აგრარულ განვითარებასა და სავაჭრო სფეროს კურირებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, მედია იუწყება.

„უკტამ ისას ძე ბარნოევი დღეს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა კორონავირუსით გამოწვეული გართულების გამო“,-განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ვიცე-პრემიერის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ივლისში გახდა ცნობილი. ის ტაშკენტის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ კი, გერმანიაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: