აზერბაიჯანმა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

აზერბაიჯანის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოსა და GAVI (Global Alliance for Vaccines)-ს შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწონებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აზერბაიჯანში შეიტანენ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მიუხეადავად მკაცრი საკარანტინო ზომებისა, კორონავირუსთან ბრძოლის სისტემურმა მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო. განსხვავებით სხვა ვირუსებისგან, SARS-CoV-2 აქტიურად მუტირებს და მისი გავრცელების არეალი სწრაფად იზრდება. ამ სიტუაციაში მდგომარეობის კონტროლის ყველაზე ეფექტური გზა – მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაციაა. 

წინასწარი გათვლებით, მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაცია საკმარისი იქნება ეპიდემიის კონტროლისთვის. 

ვაქცინის მიმართ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო- ეფექტურობა და უსაფრთხოება, ასევე გვერდითი მოვლენების ნეგატიური ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: