პაატა კვიჟინაძე: დღეს არ არსებობს სხვა ძალა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლება აიღოს ხელში და ისე გააკეთოს საქმე, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს

როდესაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იყო, როდესაც ჩემი არჩევნები იყო, ჩვენ წინ ვიყავით სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, რადგან ბატონ ბიძინას უამრავი საქმე ჰქონდა აქ გაკეთებული. ახლა როდესაც დავდივარ ჭიათურაში, ხარაგაულში, პირველი მოთხოვნა მოსახლეობის გაზია, ეს გაზი ჩვენ ოცი წლის წინ თავისი სახსრებით გაგვიკეთა ბატონმა ბიძინამ. ამის გარდა, თვითონ ქალაქი საჩხერე, წყალი, კანალიზაცია, მოასფალტება, გზების კეთილმოწყობა, სკოლები და არ ვიცი რამდენი ერთი ჩამოვთვალო, ამიტომ ჩვენ წინ ვიყავით ყველანაირად, რისთვისაც უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას,-ამის შესახებ ,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პაატა კვიჟინაძემ საჩხერეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს საჩხერეში არ არის არც ერთი სოფელი, სადაც მისასვლელი გზა არ არის. დღეს საჩხერეში მასიურად ყველა სოფელში მიმდინარეობს წყალმომარაგების საკითხები. ზოგან დამთავრებულია, ზოგან მიმდინარეობს, ზოგან პროექტირების საკითხია და ა.შ. ასევე შენდება უამრავი სხვა ობიექტი. ეს იქნება სურსათის უვნებლობა, სასწრაფო, ჯებირსამაგრი სამუშაოები თუ სხვადასხვა.ფონდი „ქართუ“ აშენებს „მოდინახეს“, რომელიც 30 წელიწადი გულს გვიკლავდა საჩხერლებს, რომ ვუყურებდით ჩამონგრეულ ადგილს, რომელიც ჩანს მთელი საჩხერიდან, ყველა მონაკვეთიდან და ასევე „ჯრუჭის“ მონასტერი, უძველესი მონასტერი, რომლის მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს“,- განაცხადა კვიჟინაძემ.

მისივე თქმით, არის დარჩენილი პრობლემები, რომლის მოგვარებაც, კვიჟინაძის თქმით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.

„რა თქმა უნდა, არის დარჩენილი პრობლემები, ეს არის საუბნო გზები, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ეს საკითხები გადაწყვიტოს, წყვეტს ამ საკითხებს და დღეს არ არსებობს სხვა ძალა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლება აიღოს ხელში და ისე გააკეთოს საქმე, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი. ეს არის სოფლის მეურნეობა, ეს არის ტურიზმი.

ტურიზმთან დაკავშირებით განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ აი შეიქმნა რაღაც საფუძველი ჭიათურა, საჩხერე და რაჭა. ჩვენ ეს უნდა განვავითაროთ. ძალიან ბევრი ისტორიული ადგილები გვაქვს საჩხერლებს. ბუნება გვაქვს ბრწყინვალე, გაკეთდება გზა, სადაც ფეხით გადავა ხალხი რაჭაში. ასევე აქვს ღირსშენანიშნავი ადგილები ჭიათურას, მაღაროს საბაგიროები, კაცხის სვეტი. თუ ჩვენ ამას გავაერთიანებთ და ამაში ჩავრთავთ რაჭას, გადაწყდება ყველაზე დიდი საკითხი, რომელიც საჩხერეს აწუხებს. ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება, მაგრამ მთავარი პრობლემა რჩება დასაქმება და კეთილდღეობის ამაღლება და მგონი ამით და სხვა საკითხებით ჩვენ ამას მოვაგვაგრებთ. ჩვენ ვართ აკაკის, მუხრანის, პაოლო იაშვილის მხარე, სხვა ცნობილი ადამიანების მხარე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი წარმატებული მუნიციპალიტეტი საქართველოში. ყველაზე დიდი შედეგი უნდა დადოს „ქართულმა ოცნებამ“, როგორც დაგვიდია აქამდე და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“,-განაცხადა მან.

Facebook Comments
%d bloggers like this: