პედაგოგს, რომელიც დღეს Covid-19-ით გარდაიცვალა, ვირუსის არსებობის არ სჯეროდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ მეოცე პაციენტს, ლუდმილა ანუას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის №1 სკოლის პედაგოგი იყო, კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერდა. 

„მეგობრებო, გაუფრთხილდით თავებს, ინფექცია ჩვენს შორის დაიარება. არც მე მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა, მაგრამ გუდაუთაში აღმოვჩნდი“ – განაცხადა ლუდმილამ.

მას შემდეგ, რაც პედაგოგის მდგომარეობა დამძიმდა, ის სამკურნალოდ ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” გადაიყვანეს. 

სკოლაში, სადაც გარდაცვლილი ინფიცირებული ასწავლიდა, ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა, რადგან 50-ზე მეტ მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამის შესახბ ინფორმაციას თავად სკოლის დირექტორი ნონა დელბა ავრცელებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: