პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამის მცირე ნაწილი

ორგანიზაცია we are, რომელიც დრონალს ტრამპის მხარდასაჭერად საქართველოში დაფუძნდა, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილს ავრცელებს.

პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამის მცირე ნაწილი:

10 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი პირველ 10 თვეში.

– 1 მილიონი ახალი მცირე ბიზნესის ამუშავება.

– გადასახადების შემცირება.

– ახალი სავაჭრო შეთანხმებების დადების დროს სამამულო მწარმოებლის ინტერესთა დაცვა და დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესება.

– სახელმწიფო რეგულაციების შემცირება.

– ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.

– ვირუსის ელიმინაცია და ჩვეული ცხოვრების დაბრუნება.

– მედიკამენტების ადგილობრივი წარმოება.

– მრეწველობის დარგში 1 მილიონი სამუშაო ადგილის დაბრუნება ჩინეთიდან.

– სახელმწიფო შესყიდვების შეზღუდვა იმ ფირმებისგან, რომელთაც გაიტანეს წარმოებს საზღვარგარეთ.

– სრული პასუხისმგებლობის დაკისრება ჩინეთს “კოვიდ 19”- ზე.

– მედიკამენტების და სამედიცინო დაზღვევის გაიაფება.

– ვეტერანთა სოციალური პაკეტის გაზრდა.

– სკოლებში პატრიოტული აღზრდის გაძლიერება.

– გლობალიზმის ჭაობის დაშრობა.

– კონგრესმენთა მხოლოდ ორი ვადით არჩევა.

-იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ გამოძიების დაწყება, რომელნიც ამერიკელ მოქალაქეთ ინტერესებს ვნებენ.

– ამერიკელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება უცხოეთიდან.

– ომების თავიდან აცილება, სამშვიდობო შეთანხმებების დადება

– პოლიციის გაძლიერება.”ანტიფას” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და მის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა.

– არალეგალური იმიგრაციის შეჩერება.

– ადამიანებით ვაჭრობის ქსელების განადგურება.

– კოსმოსური ძალების გაძლიერება, მუდმივი ბაზა მთვარეზე და ადამიანის გადასმა მარსზე.

– ეკოლოგიურად სუფთა სასმელი წყალი და ჰაერი, ოკეანეების გაწმენდა.

– 1 ტრილიონი ხის დარგვის ინიციატივასთან შეერთება.

Facebook Comments
%d bloggers like this: