სააკაშვილს უნდა, 15%-იანი მხარდაჭერით მთელი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში, ასეთი პოლიტიკური არსებაა

სააკაშვილი აცდენილია იმ რეალობას, რა რეალობაც ამჟამად საქართველოში არის,-ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტვ-პირველთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის გამოსვლა ნეგატიურად იმოქმედებს ოპოზიციური ხმების მობილიზებაზე. 

„მისი განცხადებები, რომ არანაირი კოალიციური მთავრობა არ იქნება და ერთპარტიული მთავრობა უნდა იყოს, და ეს არის დაპირისპირება მასა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რეალობას აცდენილია. მე  მგონია, რომ ეს არის ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს ერთპარტიული მმართველობა, ამის წინაპირობა უნდა ყოფილიყო კოალიციური მთავრობა. რისთვისაც იბრძოდა ამდენი ხალხი. რასაც ვუსმენ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებისგან, ისინი ხსნიან, რომ ეს გამოსვლა ბუნებრივია ამბავია, რადგან სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვება უნდა.

თურმე მოსულა ასეთი ლაპარაკი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ იქნება, ეს ქვეყანა დაიღუპება, -ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, მონღოლებს გავუძელით და როგორმე გადავიტანთ ივანიშვილის მმართველობასაც. ან ის, რომ პოლიტიკანებს გვეძახის, თურმე ეს მოსულა. თურმე ამით ხდება ხმების მობილიზება. თუ ეს წინასაარჩევნო სტრატეგიაა, ok , მაშინ ჩემგან რატომ სწყინთ, როდესაც პასუხს ვცემ? მაშინ ჩემი პასუხიც გირჩის საარჩევნო სტრატეგიაა და მე ასე ვახდენ ამომრჩევლის ხმების მობილიზებას“,-განაცხადა ზურან ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილი ამ პათოსს სრულიად აცდენილია.

„მე მჯერა, რომ სააკაშვილს უნდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება და შემდეგ ყველაფერის თავის ხელში მოქცევა. ასეთი პოლიტიკური არსებაა. მას ძალიან უყვარს ძალაუფლება და ის ნაბიჯი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ გადადგა, როდესაც წინააღმდეგ წავიდა საერთო მაჟორიტარებზე, ამის ნაწილი იყო. ახლა ჩანს, რომ თავისივე გამოკითხვებით 15 %-იანი მხარდაჭერით უნდათ, რომ სააკაშვილმა ისევ ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება. მაგრამ ეს არ გამოუვა. ახლა ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშეებს ორმაგი ამოცანა გვაქვს, ერთი- ხელისუფლებიდან გავუშვათ „ოცნება“ და მეორე- არც სააკაშვილს და არც სხვა ვინმეს ხელში არ მოხვდეს ძალაუფლების კონცენტრირება. თავისი განცხადებებით სააკაშვილი თავისი განცხადებებით შეურაცხყოფას თავის პარტიულ ლიდერებსაც აყენებს, რომლებიც ჩვენთან ერთად საუბრობენ და შეთანხმებებს აღწევენ“,-ამბობს ჯაფარიძე. 

Facebook Comments
%d bloggers like this: