თამარ ბაჩალიაშვილის დედა: თუ საქმეს თვითმკვლელობით დახურავენ, ფსიქოლოგს ვუჩივლებ

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ შესაძლოა, ფსიქოლოგს უჩივლოს, ვისთანაც მისი შვილი დადიოდა.

მისი თქმით, ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ პროკურატურა „თვითმკვლელობით დახურავს საქმეს“. 

„თუკი ამით დახურავენ საქმეს, პირველ რიგში რასაც გავაკეთებ, იმ ფსიქოლოგს ვუჩივლებ, რომელმაც თქვა, რომ არანაირი სუიციდური მიდრეკილებები არ ჰქონდა ჩემს შვილს. ვიდეო შეიძლება ბევრი ჩაწერო და იმიტომ იყო ჩემს მიერ მიგზავნილი სპეციალისტთან, რომ იმას უნდა გერკვია, ჰქონდა თუ არა ჩემს შვილს სუიციდური მიდრეკილებები და გადაემისამართებინა ფსიქიატრთან. რახან ეს არ გააკეთა, დადებენ თუ არა იმას, პირველ რიგში მაგას ვუჩივლებ და საერთოდ, მთელ მსოფლიოს გავაგებინებ“,-განაცხადა მან ტვ-პირველის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ურჩია თავის შვილს ფსიქოლოგთან მისვლა, თეონა თამაზაშვილი პასუხობს, რომ თამარი განერვიულებული იყო და მასთან არ იხსნებოდა.

„იმიტომ ვუჩივლე, რომ ძალიან განერვიულებული იყო ჩემი შვილი და არ იხსნებოდა ჩემთან. და ძალიან ბევრი პარლამენტარი ვიცი და მაღალჩონოსანი, ვინც დადიან ფსიქოლოგთან და სჭირდებათ ის ფსიქოლოგი. თანამედროვე ტემპით მიმავალ ცხოვრებაში ყველას სჭირდება ფსიქოლოგი ჩემი ჩათვლით. ყველაზე მეტად მე მაქვს თავი მოსაკლავი, მაგრამ ვერ ვიკლავ, რომ ასეთი შვილი მომიკლეს, უნიჭიერესი“,-განაცხადა მან.

ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, თამარის მკვლელობის ყარაბაღის ომთან დაკავშირება მისი ვერსიაა. 

„ეს ჩემი ვერსია იყო ზუსტადაც რომ. იყო ფულის გათეთრებაზე ლაპარაკი და მე ეს ათასჯერ აღვნიშნე, რომ ფულის გათეთრება ხდება ან ნარკოტიკებში, ან იარაღში და რაც მეტად სარწმუნოდ მიმაჩნია – იარაღში და მაქვს ჩემი ვერსიის ქონის უფლება მე მგონი. ყარაბაღის ომი იყო და იმიტომ დავუკავშირე, სხვა ომი რომ ყოფილიყო, შეიძლება, იმ ომისთვის დამეკავშირებინა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: