თამარ ბაჩალიაშვილის დედა: თამუნას სუს-ში უშტატოდ ამუშავებდნენ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მისთვის სარწმუნოა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქმეში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ჩვენება დევს, რომლის მიხედვითაც თამარ ბჩალიაშვილი სუს-ის დავალებებს ასრულებდა.

თეონა თამაზაშვილის თქმით, მისი შვილი სუს-ში უშტატოდ მუშაობდა.

„მე ჩემი წყაროებიდანაც ვიცი, რომ ბატონმა ზარქუამ შსს-ს თამუნას „ის“ მიაწოდა. არაერთხელ დაინტერესდა პროკურატურა „საიდან გავიდნენ თამუნაზე, საიდან გავიდნენ“… ზუსტადაც გავიდნენ ბატონი თემურ ზარქუასგან, და ზუსტადაც რომ, თამუნას ამუშავებდნენ უშტატოდ, იყენებდნენ. მე ეს ბატონი მიხეილისგან(რამიშვილი) ტელევიზიით შევიტყე, იმან გადასარევად იცის თავისი საქმე და უფრო მაგის გამო ხდება ის, რაც ხდება. ფაქტია, რომ თამუნა თანამშრომლობდა. იმიტომ, რომ რამდენჯერაც ვკითხე, შვილო სად მიდიხარ თქო, მპასუხობდა ორთაჭალაშიო, როცა დისტანციურად მუშაობდა „ზეგში““,-აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: