თეონა თამაზაშვილი: გააკეთა საქმე კაცმა და მოიპოვა სატელიტის ფოტოები მაგათ მაგივრად

აქამდეც რომ მოვედით, ზუსტადაც რამიშვილის დამსახურებით მოვედით, აქამდეც ცდილობდნენ მის ჩამოცილებას და რაღაცნაირად, ვერ ახერხებდნენ. რომ კითხო, ერთ მხარეს ვართო და გააკეთა საქმე კაცმა და მოიპოვა სატელიტის ფოტოები მაგათ მაგივრად. მაშინ დადონ თავიანთი სატელიტის სურათები და დღესვე გავჩუმდებით, მეც, რამიშვილიც და ბატონი დავითიც, მთელი საქართველო დადუმდება,-ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ტვ-პირველის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნებს არ ენდობა და ფიქრობს, რომ მთავრობის შეცვლის შემდეგ, ნამდვილ დასკვნებს გამოაჩენენ.

„მთავრობა რომ შეიცვლება, მერე გამოაჩენენ სხვა დასკვნებს და იტყვიან, ზეწოლის ქვეშ ვიყავითო“,-აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.

თეონა თამაზაშვილმა იმ ვიდეოებზეც ისაუბრა, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილი იწერდა. 

„ის ვიდეოები არ მაქვს მოსმენილი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, ვინც თავს იკლავს, ის თვითმკვლელობაზე არ ლაპარაკობს“,-განაცხადა თამაზაშვილმა.

მისვე თქმით, ვისაც თავის მოკვლა უნდა, ის ჩუმად იკლავს თავს.

„ფსიქოლოგია გავლილი მაქვს და გადასარევად ვიცი. ვინც თავს იკლავს, ის არ ყვირის და ჩუმად იკლავს თავს. ეს იყო სამოტივაციო ვიდეოები და მასე, მეც რომ ჩავუღრმავდე ნებისმიერ ადამიანს, შეიძლება, დავარწმუნო, რომ ცოცხალი არ არის და სხვა განზომილებაში იმყოფება“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: