კორონავირუსით გარდაცვლილ 21-ე პაციენტს რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილ 21-ე პაციენტს რამდენიმე თანმდევი ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,-ამის შესახებ ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მაია ყიფიანმა განაცხადა.

77 წლის ქალი კოვიდის დიაგნოზით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 20 სექტემბერს, 07:00 საათზე მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მაია ყიფიანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: