კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47.

„დაგვემატა 218 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა 3913 დადასტურებული შემთხვევა. კვლავ ლიდერობს აჭარა, იქ 137 შემთხვევაა, თბილისში 47 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთიში-6, იმერეთში-26, გურიაში კი 2 ახალი შემთხვევა გვაქვს.

მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო.

„მართალია, მოიმატა შემთხვევებმა, მაგრამ არ არის დრამატულად მატება, ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.

ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, გახსნილია მე როგორც ვიცი 35 სტაციონარი, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ემსახურება, კიდევ ხდება მათი დამატება, მიდის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ტრენინგები, რომ შესაბამისად შეძლონ პაციენტების შეფასება.

ვფიქრობ, კარგად მოერევა ჩვენი ქვეყანა ამ საკითხს.

ჯერჯერობით საქართველო „მწვანე ზონაშია“, აჭარის გარდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

გამოჯანმთელებულების რაოდენობა კი 40-ით გაიზრდა, ჯამში გამოჯანმრთელებულების პროცენტრული მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: