პროკურატურა რამიშვილს ვერ დაუმტკიცებს, რომ მან იცოდა ფოტოების ფალსიფიცირების შესახებ

სჯობს გამოძიება იმით დაინტერესდეს, ვინ მიაწოდა მიხეილ რამიშვილს ფალსიფიცირებული კადრები და იმ ადამიანის ხელში საიდან მოხვდა,-ამის შესახებ შალვა შავგულიძემ სატელევიზო ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება იმით უნდა დაინტერესდეს, ვინ არის იმ პირთა წრე, რომელიც ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ადვოკატი და ამ მიზეზით, ჩამოაცილოს  საქმეს.

„მიხეილ რამიშვილისთვის ამ დანაშაულის (მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია) დამტკიცება ფაქტიურად, შეუძლებელია და მე პროკურატურას არ ვურჩევდი, რომ ასეთი მცდელობა ჰქონდეს, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობა ითხოვს, რომ პირი მოქმედებდეს პირდაპირი განზრახვით. რაც ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მიხეილ რამიშვილმა იცოდა, რომ მას მიაწოდეს ფალსიფიცირებული მტკიცებულებები და მან ეს განზრახ წარადგინა გამოძიებაში. ან მან თავად მოახდინა ფალსიფიცირება. ან ერთი ან მეორე ვარიანტი გამოძიებამ რამიშვილს უნდა დაუმტკიცოს, რაც შეუძლებელია. ამის დასამტკიცებლად, საჭიროა, რომ ფურცხვანიძესა და რამიშვილს შორის იყოს სატელეფონო ან ვიდეოჩანაწერი, სადაც დადასტურდება, რომ მან წინასწარ შეცნომით გამოართვა ფალსიფიცირებული კადრები“,-აცხადებს შავგულიძე.

მისივე თქმით, მიხეილ რამიშვილი წესიერი კაცია და ასეთ რამეს არ იკადრებდა. 

„მაგრამ თავი დავანებოთ, ჩაიდენდა თუ არა, უპირველეს ყოვლისა, დგება ფურცვხანიძის პასუხისმგებლობის საკითხი და არა რამიშვილის“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: