ალექსეი ნავალნი კლინიკა „შარიტედან“ გაწერეს

პოლიტიკოსი ალექსი ნავალნი 23 სექტემბერს Charite-ს სტაციონარიდან გაწერეს,-ამის შესახებ კლინიკის ვებგვერდი იტყობინება.

„შარიტეში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუმჯობესდა, გადაუდებელი მკურნალობა აღარ სჭირდება. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ნავალნიმ კლინიკაში 32 დღე გაატარა, მათგან 24 დღე რეანიმაციაში იმყოფებოდა.

ექიმების თქმით, პოლიტიკოსის ახლანდელი მდგომარეობა და მკურნალობის კურსი იმაზე მეტყველებს, რომ ნავალნი მალე სრულად გამოჯანმრთელდება, ხოლო მძიმე მოწამვლით გამოწვეულ ცალკეულ შედეგებზე მოგვიანებით იქნება შესაძლებელი საუბარი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: