ახალი კვლევა: კორონავირუსის გადაცემის მთავარი ფაქტორი ჰაერის ტენიანობაა

მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, კორონავირუს SARS-CoV-2-ის გადაცემის მთავარი ფაქტორია- ჰაერში ტენის აორთქლების სისწრაფე. ინფორმაციას EurekAlert ავრცელებს.

ექსპერიმენტების და სხვადასხვა კვლევების საშუალებით, სპეციალისტებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენას ახდენს ტენიანობა, გარემოს ტემპერატურა და ქარის სიჩქარე ნერწყვის უმცირეს წვეთებზე, რომელშიც კორონავირუსია.

როგორც ირკვევა, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა გაცილებით მცირდება მაღალ ტემპერატურაზე დაბალი ტენიანობის პირობებში, რადგან ამ დროს აორთქლება სწრაფად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ ტენიანობა მაღალია, კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობაც დიდია. 

მეცნიერების თქმით, მიღებული შედეგები ცხადყოფს, რატომ გამძაფრდა პანდემია ივლისში სხვადასხვა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, სადაც ცხელი და ტენიანი კლიმატია. 

Facebook Comments
%d bloggers like this: