გაერო-ს გენერალური მდივანი აპოკალიფსის ხუთ მხედარზე ალაპარაკდა

კორონავირუსის პანდემია კაცობრიობისთვის გარდამტეხი მომენტია, რომელიც 1945 წელს ჰგავს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და გაერო შეიქმნა,-ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერიშმა გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის დებატებზე განაცხადა.

„დღეს ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები არანაკლებ მნიშვნელოვანია თავისი მასშტაბებით, ვიდრე 1945 წელს იყო- განაცხადა გუტერიშმა- ამ პანდემიამ კრიზისი მოიტანა, რომელიც არ ჰგავს ადრე არსებულ არცერთ კრიზისს“,-განაცხადა მან.

„კორონავირუსი- ეს არა მხოლოდ საგანგაშო სიგნალია, ეს არიას გენერალური რეპეტიცია მომავალი მსოფლიო გამოწვევების. ჩვენ უნდა ვიაროთ წინ და შევეგუოთ იმ აზრს, რომ მიკროსკოპულმა ვირუსმა მსოფლიო დააჩოქა“.

გაეროს გენმდივანმა გაიხსენა, რომ იანვარში მან აპოკალიფსის 4 მხედარზე ისაუბრა- გამოწვევებზე, რომლებიც ადამიანების მომავალს საფრთხეს უქმნის. 

პირველი საფრთხე- მისი აზრით, ეს არის გეოპოლიტიკური დაძაბულობის მაღალი დონე, მეორე- კლიმატის ცვლილება, მესამე „მხედრად“ მას მიაჩნია მზარდი გლობალური უნდობლობა, მეოთხე კი- ციფრული სამყაროს ბნელი მხარე.

„თუმცა მეხუთე მხედარი ჩრდილში იმალებოდა- განაცხადა გუტერიშმა.- იანვრის შემდეგ მსოფლიოში მეხუთე, პანდემიის მხედარი დაქრის, რომელიც დანარჩენ ოთხ მხედარს შეუერთდა და თითოეული მათგანის დამანგრეველი მოქმედება გააძლიერა. ჩვენ ერთდროულად თავს დაგვატყდა ჯანდაცვის სისტემის ეპოქალური კრიზისი, დიდი დეპრესიის დროიდან უმსხვილესი ეკონომიკური კატასტროფა და სამუშაო ადგილების დაკარგვა, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით ახალი საფრთხეები“,-განაცხადა მან.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს მოუწოდა,  „გავანადგუროთ ხუთი მხედარი და ავაშენოთ ინკლუზიური, მყარი მსოფლიო“.

„პანდემიამ გვასწავლა, რომ ჩვენს არჩევანს მნიშვნელობა აქვს“ ,-განაცხადა გუტერიშმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: