ლევან სამუშია: ადვოკატის დაკითხვა იგივეა, მოძღვარს მოთხოვოს გამოძიებამ აღსარების საიდუმლოს გამხელა

ჩვენ ვხედავთ ადვოკატს, რომელსაც თავისი საქმიანობის გამო დაკითხვაზე იბარებენ. ამას რომ ბედავენ არის ძალიან საგანგაშო, მე მახსოვს, 10-15 წლის წინ ასე ვიდექით ადვოკატები და დღესაც ადვოკატს კითხავენ თავისი საქმიანობის გამო, წარმოუდგენელი რამ ხდება,- ამის შეახებ „ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ სასამართლოსთან, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერ მიტინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება. 

„ვერ გავიგე რა ხდება, ეს არის პირდაპირ დაშინების მცდელობა. ადვოკატმა ხომ დაასახელა თავისი წყარო, ის ადამიანიც არ უარყოფს. ადამიანი აცხადებს, რომ მის მიერ არის შედგენილი და მან გადასცა რამიშვილს. ბუნებრივია, ეს უკანონობა უკავშირდება არჩევნებს. ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას გაუგზავნონ სიგნალი, რადგან ადვოკატთა კორპუსი იცავს ადამიანის უფლებებს. ეს თამაშები საქართველოს ხელისუფლებას ვერ გამოუვა და ეს ვერდიქტი მალე იქნება გამოტანილი. ადვოკატის ტელეფონში იქექებიან. ადვოკატის საქმიანობა ძალიან მაღალ დონეზეა დაცული. ეს იგივეა, მოძღვარს მოითხოვოს გამოძიებამ აღსარების საიდუმლოს გამხელა. ამ პრეცედენტის დაშვება უნდა ქართულ ოცნებას და მის ქვედანაყოფს-პროკურატურას“,-განაცხადა სამუშიამ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: