ლუკაშენკომ პოლონეთიდან ყველა სახის პროდუქტის შეტანა აკრძალა

ბელარუსის საბაჟო ქვეყანაში პოლონეთიდან პროდუქტს აღარ შეუშვებს,-ამის შესახებ Gazeta Wyborcza იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, საზღვარზე არ შეიძლება ყავის კოლოფის, ტკბილეულის და ერთი რულონი ტუალეტის ქაღალდის გადატანაც კი. მებაჟეები ტურისტებს ულტიმატუმს უყენებენ: ან გადაყარონ პოლონური საქონელი, ან მათთან ერთად პოლონეთში დაბრუნდნენ. ამასთან, მებაჟეები არ ასახელებენ, რომელი აქტის საფუძველზე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

გაზეთი ვარაუდობს, რომ აღნიშნული აკრძალვა მინსკის სავალუტო რეზერვების შემცირებას უკავშირდება. გარდა ამისა, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამ ნაბიჯით ახდენს დემონსტრირებას, რომ მისი განცხადებები პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვრების ჩაკეტვაზე ცარიელი სიტყვები არაა. 17 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ომის საშიშროების გამო, იძულებული იყო ნახევარი ჯარი შეეიარაღებინა, დაეკეტა დასავლეთის სახელმწიფო საზღვარი და განსაკუთრებულ კონტროლზე აეყვანა საზღვარი „მოძმე“ უკრაინასთან

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: