„მთავარ არხს“ საკუთარი მაყურებლისთვის დღემდე არ მიუწოდებია ილჰამ ალიევის კომენტარი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე 19 სექტემბერს გამოქვეყნდა

19 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ილჰამ ალიევის ინტერვიუ, სადაც პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე წლის ზაფხულში, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მორიგი ესკალაციის დროს საქართველოს მიერ დაკავებული სწორი პოზიციის გამო.

უნდა ვთქვა, რომ ამ მოვლენებში საქართველოს მთავრობის ქმედებებს მაღალ შეფასებას ვაძლევ. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანის ნება არ დართო. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავებს სომხეთში იარაღი კასპიისპირა ქვეყნების ტერიტორიების გავლით და საჰაერო გზით გადააქვთ. საქართველო მოიქცა, როგორც ძალიან სანდო პარტნიორი. მინდა, ამის გამო საქართველოს მთავრობას მადლობა გადავუხადო. შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ ვხედავთ სანდო პარნტიორსა და მეგობარს,“– განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მათ შორის, საქართველოს ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან ქართული მედიისთვის ყოველთვის აქტუალურია, აშკარაა, რომ „რადიკალურად ოპოზიციური“ მედია ამ მიმართულებითაც მხოლოდ იმ კონკრეტული ინფორმაციით (ან დეზინფორმაციით) ინტერესდება, რომელსაც ხელისუფლებაზე დარტყმისთვის გამოიყენებს, თუნდაც ეს ქვეყანას საგარეო საფრთხეს უქმნიდეს, ხოლო თავად ინფორმაცია არასანდო და არაოფიციალური იყოს.,-წერს mediacritic.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ოფიციალური პირის პოზიცია იგივე თემასთან დაკავშირებით ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების და მათ შორის, ტელეკომპანია „მთავარის“ ყურადღებას, როგორც ჩანს ვერ იმსახურებს, რისი მიზეზიც დიდი ალბათობით, ალიევის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაფიქსირებული კეთილგანწყობაა.

ილჰამ ალიევის კომენტარი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე 19 სექტემბერს გამოქვეყნდა, თუმცა „მთავარ არხს“ საკუთარი მაყურებლისთვის დღემდე არ მიუწოდებია ინფორმაცია განცხადების თაობაზე. ეს მით უფრო საკვირველია იმ ფონზე, რომ 2 თვის წინ, 20 ივლისს სწორედ „მთავარმა არხმა“ საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა რუსულენოვანი აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამხედრო შეტაკებების დროს საქართველოს გავლით სომხეთში იარაღი შევიდა.

კერძოდ, სააგენტო იუწყებოდა, რომ სერბეთმა ოფიციალურ ერევანს თოვუზის რეგიონის დასაბომბი ნაღმსატყორცნები საქართველოს ტერიტორიის გავლით მიაწოდა და რომ საქართველოს გავლით სომხეთში რუსული შეიარაღებაც მოხვდა.

ოფიციალურმა თბილისმა ეს ინფორმაცია იმთავითვე შეაფასა, როგორც „დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც ბევრ უზუსტობას შეიცავს“, თუმცა, „მთავარმა არხმა“ ეჭვქვეშ დააყენა არა haqqin.az-ის ინფორმაცია, არამედ ქართული მხარის პოზიცია.

მეტიც, „მთავარმა“აზერბაიჯანული სააგენტოს ერთ-ერთი სტატია „საერთაშორისო სკანდალად“ შეფუთა და ფაქტობრივად აზერბაიჯანის ოფიციალურ ბრალდებებად წარმოაჩინა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადების იგნორირების ფონზე, იქმნება შთაბეჭდილება რომ „მთავარი არხისთვის“ haqqin.az-ის ინფორმაცია დღემდე უფრო სანდო და საინტერესოა, ვიდრე აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოზიცია.

mediacritic

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: