რამიშვილი: 30 სექტემბერს დავით ფურცხვანიძე აშშ-ში გაემგზავრება და მალე ჩამოვა მტკიცებულებებით

პირი, რომელმაც ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ფალსიფიცირებული ფოტოები გადასცა, აშშ-ში გამგზავრებას აპირებს,-ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის საუბრიდან გახდა ცნობილი.

დაკითხვიდან გამოსულმა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დავით ფურცხვანიძე მალე აშშ-ში გაემგზავრება, რათა იქიდან ჩამოიტანოს მტკიცებულებები, რითაც დაამტკიცებს, რომ ეს ფოტოები სიმართლეა.

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა დღეს სასამართლოში ჩვენება მისცეს. ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ. 

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, კითხვები ეხებოდა დავით ფურცვხანიძესთან მიმოწერას.

„მიმართულება იყო იქითკენ, მე ხომ არ ვიყავი დამკვეთი ამ ფოტოების, მე ხომ არ ვიცოდი, რომ ფოტოები ყალბი იყო და მე ხომ არ ვდგავარ ამის უკან“,-აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, დავით ფურცხვანიძე აშშ-დან მალევე დაბრუნდება.

„ბატონი დავითი ამბობს, რომ 30 სექტემბერს წავა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე დღეში ჩამოვა და იქიდან ჩამოიტანს უტყუარ მასალებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას არ იდგა“,-აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: