არჩევნების დღეს თბილისში ჩამოვალ, რომ ლიაკა ხოშტარიას ხმა მივცე

მთავარის“ ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მისთვის უვნობია, რატომ ჩაანაცვლეს მისი კანდიდატურით  გენერალი დევი ჭანკოტაძე წყალტუბოს მაორიტარობის კანდიდატად. 

მისი თქმით, არ იცის, ვინ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

„ეს შეკითხვა ჩემთან არ არის, შემოთავაზება მიშასგან მივიღე, ძალიან მარტივია.“,-აცხადებს ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, ოპოზიციის წევრებს სხვა პარტიებიდან, კონკურენტებად არ განიხილავს.

 „ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა და არჩევნების დღეს თბილისში ჩამოვალ, რომ ლიაკა ხოშტარიას ხმა მივცე. მთავარი ოპონენტი არის „ქართული ოცნება“,-განაცხადა მან. 

ჟურნალისტი აქტიურ საარჩევნო კამპანიას სოფლებში სიარულით დაიწყებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი ჭანკოტაძე პარტიის პროპორციული სიის ერთ-ერთი ლიდერი იქნება, 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: