აშშ-ში 28 წლის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა

მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება სპეციალისტების მოსაზრებები იმის შესახებ, რომ კორონავირუსმა ძალა დაკარგა, ან ადრეც არ ყოფილა საშიში, თუმცა პერიოდულად, ჩნდება ცნობები, რომელიც კოვიდ19-ის საშიშროებას გვახსენებს,- ამის შესახებ health წერს.

გამოცემის ცნობით, 19 სექტემბერს ჰიუსტონის საავადმყოფოში კორონავირუსით მანამდე სრულიად ჯანმრთელი, 28 წლის ექთანი გარდაიცვალა. 

ოჯახის ინფორმაციით, დაავადება ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებით დაიწყო, თუმცა 1-კვირიანი კარანტინის შემდეგ, ადელინა ფაგანის დგომარეობა დამძიმდა, ტუჩების ირგვლივ სილურჯე გაჩნდა, რაც სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის ნიშანია. 3 აგვისტოს ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახმა საქველმოქმედო ვებგვერდ GoFundMe-ზე ადელინას მკურნალობის ხარჯების შეგროვება დაიწყო.

ფაგანმა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება ცუდად გადაიტანა, ამიტომ ოჯახთან შეთანხმებით, ექიმებმა ის ექსტრაკორპორალურ მემბრანულ ოქსიგენაციაზე ECMO გადაიყვანეს. 

გარდაცვლილის და აცხადებს, რომ სიკვდილამდე ადელინას მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე დღეში პალატაში შესულმა ექთანმა ის უგრძნობლად მწოლარე ნახა. როგორც კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, ქალს ტვინში სისხლის ჩაქცევა განუვითარდა. 

„ადელინა ფაგანის ისტორია გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ COVID-19-თ მხოლოდ ასაკიანი ადამიანები არ იღუპებიან“,-წერს გამოცემა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: