ევროკომისარი: ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია ახლა გაცილებით უარესია, ვიდრე მარტში იყო

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე მარტში პიკის დროს იყო.

„ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ახლა სიტუაცია უფრო უარესია, ვიდრე მარტში პიკის დროს იყო. ეს ნიშნავს, რომ კონტროლის ზომები საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა ან მათ სათანადოდ არ იცავდნენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინა პანაცეა არ იქნება. ჩვენი შინაგანი დისციპლინა განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება მომდევნო თვეები. თავიდან უნდა ავიცილოთ ისეთი სიტუაციების შექმნა, როდესაც მთავრობები იძულებული გახდებიან საყოველთაო კარანტინი დააწესონ“, – განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: