თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სისტემა მაქსიმალურად მოქნილი იქნება და გაითვალისწინებს იმ მშობლების ინტერესებსაც, რომლებიც სწავლის დისტანციურ მოდელს აირჩევენ.

„იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე, თუ მშობლები ჩათვლიან, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს და ვისაც ასეთი სურვილი ექნება, ისინი დარეგისტრირდებიან. ეს მაქსიმალურად მოქნილი სისტემაა და ყველას ინტერესს ითვალისწინებს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

Facebook Comments
%d bloggers like this: