მიხეილ სააკაშვილი დევი ჭანკოტაძის და ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურების შესახებ განმარტებას აკეთებს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დევი ჭანკოტაძის და ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურების შესახებ განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატი ჭანკოტაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ამ გადაწყვეტილების შეცვლა.

„ნანუკა ჟორჟოლიანი ჩვენი ტელესივრცის სუპერვარსკვლავია, დევი ჭანკოტაძე კი, ჩვენი ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იქნება“,-განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად გაიმარჯვებს

„ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, წყალტუბოში მაჟორიტარობის კანდიდატად „ნაციონალურმა მოძრაობამ “ თავდაპირველად, გენერალი დევი ჭანკოტაძე დაასახელა, თუმცა გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დევი ჭანკოტაძის საარჩევნო პოსტერები ფეისბუქმომხმარებლებმა ფოტოშოფით დააკორექტირეს და ნანუკა ჟორჟოლიანი გენერლის ფორმაში გამოსახეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: