ყველა განერვიულეთო- თამაზ მეჭიაურმა თავისი მძღოლი რეანიმაციაში მოინახულა

თიანეთის მერის, თამარ მეჭიაურის მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ამის შესახებ მეჭიაურმა ტვ-პირველის ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, გუშინ მან თავად მოინახულა გიორგი ხუმარაშვილი და ესაუბრა მას.

„მოხდა სასწაული, გადარჩა და გუშინ უკვე დაილაპარაკა კიდევაც. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ერთი ფრაზა იყო, რომ ყველა განერვიულეთო. ასევე მითხრა, რომ მერე დამელაპარაკებოდა. რეანიმაციაში 20-მდე პაციენტია და რაიმე თემაზე საუბარი წარმოუდგენელია. როდესაც იქნება მზადყოფნაში, საგამოძიებო ორგანოებიც დაკითხავენ. პირადად მე, რაიმე ისეთი ინფორმაცია, რაც ამ ამბავშვი სიცხადეს შეიტანს, არ მაქვს“,-აცხადებს მეჭიაური. 

შეგახსენებთ, 17 სექტემბერს თამაზ მეჭიაურის მძღოლმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა. ოჯახის მონათხრობის მიხედვით, მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულთან, ზურაბ ბექაურთან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: