აშშ-ის სენატმა ჯო ბაიდენის შვილზე გამოძიების სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ბრძოლა აშშ-ში მძაფრდება.  სენატის ორი კომიტეტი იძიებდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის კავშირებს უკრაინასთან, ჩინეთთან, რუსეთთან და ყაზახეთთან.

ამ დღეებში გამოქვეყნდა ამ ძიების შედეგების შესახებ დასკვნა. გთავაზობთ აღნიშნული დასკვნის ძირითად საკითხებს:

ჰანტერ ბაიდენი, burisma და კორუფცია: გავლენა აშშის შიდა პოლიტიკაზე და მასთან დაკავშირებული პრობლემები.“

აშშის სენატის შიდა უსაფრთხოებისა და ფინანსურ საკითხთა კომიტეტების, აშშ-ისსენატის უმრავლესობის ადმინისტრაციის

დასკვნა

2015 წლის დასწყისში კიევში აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა, ჯორჯ კენტმა ოფიციალურ პირებთან, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოფისში არსებულ ინტერესთა კონფლიქტზე შეშფოთება გამოთქვა, რომელიც ეხებოდა ჰანტერ ბაიდენის ​Burisma​-ს დირექტორთა საბჭოში ყოფნას.

კენტის შეშფოთება უყურადღებოდ დარჩა და 2016 წლის სექტემბერში მან თავის კოლეგებს ელექტრონული ფოსტით აცნობა: „Burisma-ს დირექტორთა საბჭოში ჰანტერ ბაიდენის ყოფნა აშშ-ის წარმომადგენლებისთვის, ვინც უკრაინაში ანტიკორუფციულ პროგრამებშია ჩართული, საკმაო უხერხულობას ქმნის.“

2015 წლის ოქტომბერში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირმა ამოს ჰოხშტეინმა ჯო ბაიდენს და ჰანტერ ბაიდენს განუცხადა, რომ ჰანტერ ბაიდენის პოზიცია Burisma-ს დირქტორთა საბჭოში ხელს უწყობს რუსეთის დეზინფორმაციულ ძალისხმევას და რისკს უქმნის აშშ-ს პოლიტიკას უკრაინაში. 

მიუხედავად იმისა, რომ კენტის აზრით, ჰანტერ ბაიდენის როლი Burisma-ს დირექტორთა საბჭოში უხერხულობას უქმნიდა ყველა იმ ამერიკელ ოფიციალურ პირს, ვინც უკრაინაში ანტიკორუფციულ პროგრამებზე მუშაობდა, კომიტეტებისთვის ცნობილია მხოლოდ ორი ადამიანი – კენტი, ასევე აშშ-ს ყოფილი წარმომადგენელი და კოორდინატორი ენერგეტიკის საკითხებში ამოს ჰოხშტეინი, რომლებმაც თავისი შეშფოთების შესახებ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენსა და მის თანამშრომლებს აცნობეს.

ობამას ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უხერხული მდგომარეობა მისი პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იცოდა Burisma-ს დირექტორთა საბჭოში ჰანტერ ბაიდენის როლის შესახებ, მაგრამ როდესაც 2019 წლის 8 დეკემბერს ნიუ-ჰემპშირში მას კითხეს ამის შესახებ, კერიმ იცრუა: „მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. არაფერი, არა.“ ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები აღწერილია მოხსენების V თავში.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ევროპასა და ევრაზიის მიმართულებით, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა ანტიკორუფციული სიგნალი იქნება. კენტმა კომიტეტებს განუცხადა, რომ ზლოჩევსკი ოდიოზური ოლიგარქი იყო. თუმცა, 2015 წლის დეკემბერში, ბაიდენის თანამშრომლებმა, ნაცვლად იმისა, რომ მიჰყოლოდნენ აშშ-ის მიზანს, რაც გულისხმობდა ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლას, კენტს ურჩიეს, თავი შეეკავებინა ზლოჩევსკიზე საუბრისგან და რეკომენდაცია მისცეს, ეთქვა: „არ ვაპირებ გვარების დასახელებას ან პიროვნებების დადანაშაულებას“.

ჰანტერ ბაიდენი Burisma-ს დირექტორთა საბჭოში იყო, (კონსულტაციებს უწევდა კორპორატიულ მმართველობასა და გამჭვირვალობის საკითხებში) როდესაც ზლოჩევსკიმ სავარაუდოდ, გადაუხადა ქრთამის სახით 7 მილიონი დოლარი გენერალური პროკურორის ვიტალი იარემას დაქვემდებარებაში მყოფებს, იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ საქმე დაეხურათ. კენტმა განაცხადა, რომ ქრთამის გადაცემა მოხდა 2014 წლის დეკემბერში. (ამ დროს ჰანტერი უკვე 7 თვეა დირექტორთა საბჭოშია). მან (კენტმა) მის შესახებ შეიტყო თუ არა, მაშინვე FBI-ს შეატყობინა. 

ჰანტერ ბაიდენს 2009 წლის 29 იანვრიდან 2014 წლის 8 ივლისამდე აშშ-ის საიდუმლო სამსახური იცავდა. ამ დაცვით მისი ბოლო მოგზაურობიდან, ერთი დღით ადრე Time-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოთხრობილი იყო აშშ-ს მაღალჩინოსნების მიერ Burisma -ს ლობირების გაძლიერებასა და ჰანტერის საქმიანობაზე ამავე ორგანიზაციაში. ჰანტერ ბაიდენმა საიდუმლო სამსახურის დაცვით იმოგზაურა ბევრ ადგილას, მათ შორის მოსკოვში, პეკინში, პარიზში, სეულში, ტოკიოში, მეხიკოში, მილანში, ფლორენციაში, შანხაიში, ლონდონში, დუბლინში, მიუნხენში, ბერლინში, აბუ-დაბიში, ნაირობიში ჰონკონგში, ბუენოს-აირესში, კოპენჰაგენში, იოჰანესბურგში, ბრიუსელში, მადრიდში, მუმბაისა და კომოს ტბაზე. 

ანდრეი ტელიჟენკო, რომელიც დემოკრატების მხრიდან რუსულ დეზინფორმაციას განასახიერებს, ობამას ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრს, ელიზაბეტ ზენტოსს მინიმუმ 10-ჯერ შეხვდა. დემოკრატიულმა ლობისტურმა ორგანიზაცია Blue Star Strategies-მა 2016-2017 წლებში ხელშეკრულება გააფორმა ტელიჟენკოსთან და ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან . „Burisma-მ დამატებით 4 მილიონი დოლარი გადაიხადა ჰანტერისა და არჩერის დირექტორთა საბჭოში ყოფნის გამო. ჰანტერ ბაიდენმა, მისმა ოჯახმა და არჩერმა მილიონობით დოლარი მიიღეს უცხო ქვეყნის საეჭვო წარსულის მქონე ადამიანებისგან.

„არჩერმა ყაზახეთიდან, კენეს რაკიშევისგან მიიღო 132 300 დოლარი, თითქოსდა მანქანისთვის, იმავე დღეს, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრემიერ იაცენიუკთან ერთად გამოჩნდა და უკრაინელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოვიდა რუსეთის ქმედებების შესახებ ყირიმში.

ჰანტერ ბაიდენმა 3,5 მილიონი დოლარი მიიღო ელენა ბატურინასგან, მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლისგან.

ჰანტერ ბაიდენმა ანგარიში გახსნა Gongwen Dong -ში, მან ჯეიმს ბაიდენისა და სარა ბაიდენის საჭიროებებისთვის 100 000 დოლარზე მეტი დახარჯა. 

ჰანტერ ბაიდენს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთის მოქალაქეებთან, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ჩინეთის კომუნისტურ მმართველობასა და სახალხო-განმათავისუფლებელ არმიასთან. ამ ურთიერთობების შედეგად, მოძრაობდა მილიონობით დოლარი. 

ჰანტერ ბაიდენი ფულს უხდიდა რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქე ქალებს, რომლებიც სავარაუდოდ, პროსტიტუციასთან და ტრეფიკინგთან იყვნენ დაკავშირებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: