ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და როგორც თავად აცხადებს, ბინაზე მკურნალობს.

როგორც მან „იმედინიუსს“ განუცხადა, ვირუსი ახლობლისგან გადაედო.

„დღეს მერვე დღეა, 3 დღეში ისევ ჩამიტარდება ტესტირება. წყაროს რაც შეეხება, ოჯახში მსტუმრობდა ახლობელი, რომელსაც მეორე დღეს გამოუვლინდა სიმპტომები. ამის შემდეგ, გადავემოწმე და მეც, ისევე, როგორც მას, ვირუსი დამიდგინდა. ცხადია, არავისთან მქონია შეხება. ჩემი ოჯახის წევრებიც არ არიან ინფიცირებულნი“, – განაცხადა სოლომონ ფუტკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 584 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 781, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: