გახარია: ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ

ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, იქნება წერტილოვანი და მიზნობრივი შეზღუდვები, თუმცა ბავშვები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. 

“ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, მინდა გითხრათ, რომ იქნება მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება და ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით. ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია. 

დღეს ჩვენ საბჭოზე განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას საქართვლოში, რამეთუ რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესი და ბავშვები უნდა დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს” – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: