“ევროპული საქართველო” მხარს ხათუნა ლაგაზიძეს უჭერს

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელის, სერგი კაპანაძის თქმით, პარტიისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი ხათუნა ლაგაზიძეა მისი დამოუკიდებელი ხასიათისა და ხედვის გამო.

სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდ რეფორმას საჭიროებს და გარდამტეხი ცვლილებებისათვის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა და ნაკლები ფულის ფლანგვა.

„ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ყველაზე მისაღები კანდიდატურა არის ხათუნა ლაგაზიძე. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ხათუნას აირჩევენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე, მისი დამოუკიდებელი ხასიათის და ხედვის გამო. ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდ რეფორმას საჭიროებს, და ეს რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. გარდამტეხი ცვლილებების ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აუცილებლად უნდა იყოს ნაკლები ფულის ფლანგვა და საზმაუს დამოუკიდებლობა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: