„კორონავირუსს ეყო გამბედაობა ჩემ გამოსაწვევად, რაც ცუდი იდეაა“ – ზლატან იბრაჰიმოვიჩი

COVID-19 დაუდასტურდა იტალიური საფეხბურთო კლუბის, „მილანის“ თავდამსხმელს, 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

კლუბის ინფორმაციით, ფეხბურთელი სახლში, კარანტინში იმყოფება. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, მათი პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 24 სექტემბერს ტვიტერზე დაწერა, რომ წინა დღეს ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო, მეორე დღეს კი – დადებითი.

“გუშინ კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური პასუხი მივიღე, დღეს კი დადებითი. არანაირი სიმპტომი არ მაქვს. კორონავირუსს ეყო გამბედაობა ჩემ გამოსაწვევად, რაც ცუდი იდეაა,” – წერს სოციალურ ქსელში ფეხბურთელი.

Facebook Comments
%d bloggers like this: