პროკურორი: ფურცხვანიძე პირადი გამორჩენისა და დონორებისგან თანხების მოზიდვის მოტივით მოქმედებდა

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის ფალსიფიცირებული ფოტოები გადასცა, დღეს დააკავეს.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული საქმე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებიდან ცალკე გამოიყო. პროკურორის ინფორმაციით, ამოღებულ იქნა დაკავებული დავით ფურცხვანიძის და მისი შვილის ტექნიკა და მობილური ტელეფონები.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ფოტოების დამუშავება მოხდა ფურცხვანიძის შვილის მიერ. 

სასჯელი 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული აპირებდა ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აერიდებინა მოსალოდნელ პასუხისმგებლობისთვის. მას შეძენილი აქვს ბილეთები, ასევე გახსნილი აქვს საზღვარგარეთ ანგარიში, სადაც ახდენს თანხების აკუმულირებას.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფურცხვანიძე პირადი გამორჩენისა და თავისი შექმნილი ორგანიზაციისთვის დონორებისგან დაფინანსების მოტოვით მოქმედებდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: