„ფეისბუქმა“ რუსული ექაუნთების ჯგუფები გააუქმა, რომლებიც საქართველოზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ

სოციალური ქსელის, “ფეისბუქის” ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ექაუნთების სამი ჯგუფი გააუქმეს, რომლებიც რუსეთიდან იმართებოდა და უცხოური ჩარევის შესახებ სოც. ქსელის პოლიტიკას არღვევდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს სამი სხვადასხვა ქსელი კოორდინირებულ მოქმედებებს აწარმოებდა რუსული სამთავრობო ორგანიზაციის სახელით.

სოციალური ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქსელის მეშვეობით სირიასა და უკრაინაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ასევე მათი მეშვეობით ვრცელდებოდა დეზინფორმაცია საქართველოზე, თურქეთზე, სომხეთზე და სხვა ქვეყნებზე.

საერთო ჯამში ფეისბუქმა 300-მდე ექაუნთი დაბლოკა, რომლებიც ან საქმიანობით იყვნენ დაკავებულები.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: